დღეიდან ევროპის ჩემპიონატი იწყება – თბილისის დროით 23:00 საათზე „ევრო 2024“-ის გახსნითი მატჩი გაიმართება. ერთმანეთს გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრები შეხვდებიან.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს – ვილი სანიოლის გუნდი განაგრძობს გერმანიაში ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას. პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 22 ივნისს ქართველი ფეხბურთელები ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 26 ივნისს კი პორტუგალიას შეხვდებიან.