ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 72 ფაქტი გამოავლინეს.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 76 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლენია სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის იმერეთში - 13, სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4, ქვემო ქართლში - 20, კახეთში - 15, მცხეთა-მთიანეთში - 2, გურიაში - 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 და შიდა ქართლში - 4 შემთხვევა.
აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 9 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.
ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, იანვარ-აპრილის პერიოდში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 263 ფაქტი.
ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს