“კომპანია WORLD LOGISTICS ტვირთებს ჩინეთიდან 20 დღეში ჩამოგიტანთ” - ამის შესახებ რადიო კომერსანტის თემის ეთერში საუბრისას WORLD LOGISTICS-ის დირექტორმა ეკა დიღმელაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კომპანიის მთავარი უპირატესობა ვადების დაცვაა, რაც მომხმარებელს სტაბილურ, დაგეგმილ და ეფექტურ ლოგისტიკურ მომსახურებას განაპირობებს.

WWW.WORLDLOG.GE  ერთ-ერთი სტაბილური, სწრაფი და საიმედო კომპანიაა. ეს განპირობებულია საკუთარი ავტოპარკით და საწყობებით ჩინეთის ორ ქალაქში.

კომპანია ფლობს, საკუთარ ლოგისტიკურ სერვისებს, რომელთა მეშვეობითაც ახორციელებს არა მხოლოდ ორგანიზებას, არამედ სრულ კონტროლს მომსახურების ხარისხზე. კომპანიას აქვს:

  • საკუთარი საწყობები ჩინეთში, გუანჯოუსა და ივუს ქალაქებში.
  • სატვირთო ავტოპარკი
  • საბაჟო-საბროკერო მომსახურება
  • ადგილზე მიწოდება ქუთაისსა და ბათუმში დამატებითი ხარჯების გარეშე, რაც დამატებით კომფორტს ქმნის მომხმარებლებისთვის.

„ვორლდ ლოგისტიკსის“  მთავარი უპირატესობა სატრანზიტო ვადებია: მომხმარებლები გუანჯოუსა და ივუში მიღებულ ტვირთებს საქართველოში იღებენ 20 დღეში.

კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ვადების დაცვასა და პროცესების ზუსტ დაგეგმვას. ნებისმიერი ტვირთის, დათქმულ ვადებში მიღება კომპანიის მთავარი გამოწვევა და ამავდროულად მისი ძლიერი მხარეა. კომპანიის გამოცდილება, გამართული ლოგისტიკური ჯაჭვი და პროფესიონალი გუნდი საშუალებას იძლევა, თითოეული გადაზიდვა მაქსიმალური სიზუსტითა და პასუხისმგებლობით განხორციელდეს“. - აცხადებს ეკა დიღმელაშვილი.

 WORLD LOGISTICS-ის დირექტორი ასევე ამბობს, რომ ჩინეთის გარდა კომპანია სხვა მიმართულებებზეც მუშაობს, კერძოდ, თურქეთისა და ევროპის მიმართულებებზე.

„მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე 2024 წელს კომპანიამ გაზარდა მიმართულებები. შესაბამისად, „ვორლდ ლოგისტიკსი“ ახლა უკვე მომხმარებლებს ემსახურება არა მხოლოდ ჩინეთის, ასევე ევროპისა და თურქეთის მიმართულებით. ორი საწყობი მდებარეობს სტამბულის ევროპულ და აზიურ ნაწილში.  პარტნიორები ევროპაში და ევროპის ნებისმიერი ქალაქიდან ასრულებს შერეული ტვირთის ტრანსპორტირებას. საწყობები მდებარეობს: იტალიაში, გერმანიასა და ბულგარეთში“. - ამბობს ეკა დიღმელაშვილი.