„ძვირადღირებული საკოლექციო დანები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მოთხოვნა სწრაფად იზრდება“, - ამის შესახებ კომპანია „ლესეს“ დამფუძნებელმა გიორგი ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ზოგადად დანებზე მოთხოვნა წინა წლებთან შედარებით მზარდია.
„დანების ბაზარი საქართველოში მზარდია თუ შევადარებთ გასულ წლებს. ძირითადად მოთხოვნა სამზარეულო დანებზეა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ინტერესი სხვა კატეგორიების მიმართაც იზრდება, კერძოდ, საკოლექციო დანების მიმართულებით.
როდესაც ვსაუბრობთ საკოლექციო დანებზე, აქ ყველაზე დიდი ინტერესი მოდის ძვირადღირებულ დანებზე. იგივე სამეურნეო ან სანადირო დანებს თუ შევადარებთ, ასეთ ძვირადღირებულ საკოლექციო დანებს უფრო მეტად ყიდულობენ მომხმარებლები“, - აცხადებს გიორგი ჩხაიძე.