ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის, მათ შორის, ნავთობტანკერებისა და კომერციული გემებისთვის დაიხურა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სრუტეში შესვლის მცდელობისას ნებისმიერი გემი თავდასხმის სამიზნე გახდება.
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ კომერციული გემები სრუტეში მოძრაობას განაგრძობენ.
მანამდე, აშშ-მა ირანზე „თავდაცვითი დარტყმების“ ახალი ტალღა განახორციელა. ცენტრალური სარდლობის ცნობით, თავდასხმის სამიზე ირანის სამხედრო სათვალთვალო შესაძლებლობები, საკომუნიკაციო სისტემები და საჰაერო თავდაცვის ობიექტები გახდა.
1tv.ge