2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც.

შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შესაძლო გაუქმების შესახებ „კომერსანტი“ გასულ კვირაში წერდა.