ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით დანიშნული ბოლო სპეციალური რეისი დღეს შესრულდება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარების გამო, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვამ საერთაშორისო ავიამიმოსვლაში შეფერხებები გამოიწვია. შედეგად, გარკვეული მგზავრების საქართველოში დროულად დაბრუნება შესაბამისმა ავიაკომპანიებმა ვერ უზრუნველყვეს.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების დასაბრუნებლად სპეციალური რეისები დაინიშნა.
ბოლო რეისი შესრულდება მარშრუტით: მასკატი - თბილისი.
ფრენა დაგეგმილია 2026 წლის 5 მარტს, 19:00 საათზე (ადგილობრივი დროით).
საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):
- ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335
- ტელეფონი: +971 2 553 36 83
- ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge
საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):
- ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071
- ტელეფონი: +974 44 739 499
- ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge