„ეისითი კვლევამ“ (ACTR) 2025 წლის აპრილ-მაისში ჩაატარა ონლაინ გამოკითხვა „საქართველოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების“ შესახებ.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში სოციალური ქსელების მომხმარებლების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას (96%) სმენია, ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის შესახებ, ხოლო 81% სახელითაც იცნობს რომელიმე AI-პლატფორმას.
„რესპონდენტთა 76% კვირაში ორჯერ ან უფრო ხშირად იყენებს AI პლატფორმებს, რაც მიუთითებს მის ფართო და განმეორებად გამოყენებაზე.
სარგებლობის მთავარი მიზნები ცხადად ასახავს AI-ის ფუნქციურ როლს:
- ინფორმაციის მოძიება – 74%
- სწავლა და კვლევა – 52%
- ზოგადი რჩევები – 48%
- იდეების გენერირება – 43%
შეიძლება ითქვას, რომ AI არა მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვის გამოიყენება, არამედ აქტიურად არის ინტეგრირებული საგანმანათლებლო და შემოქმედებით პროცესებში“, - ნათქვამია გამოკითხვის შედეგებში.