უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ალასკაში სავარაუდოდ ტრამპისა და პუტინის შეხვედრას დაესწრება, ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, მან შესაძლოა გარკვეულ შეხვედრებშიც მიიღოს მონაწილეობა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრები, სავარაუდოდ, ტრამპ-პუტინის მოლაპარაკებების ფონზე გაიმართება, იმისათვის, რათა უკრაინის პრეზიდენტმა ადგილზე მიიღოს იმ მოლაპარაკებათა დეტალები, რაც ორმხრივ შეხვედრაზე იქნება განხილული.