„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს დაუჭერენ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, თუ 400 მლნ ლარი საპენსიო სესხების გასტუმრებაზე დაიხარჯება. გადაწყვეტილების შესახებ „გამარჯვების პლატფორმის“ წევრებმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადეს.
„საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი იზრდება 800 მლნ ლარით. პარლამენტში ამის შესახებ შემოსულია ბიუჯეტის ცვლილების პროექტი. ჩვენ, „გამარჯვების კოალიციის“ წევრები, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“, მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ბიუჯეტს დავუჭიროთ მხარი, თუ ამ თანხიდან 400 მლნ საპენსიო სესხების გასტუმრებას მოხმარდება“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.