ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და გატარებული რეფორმები, როგორ საკანონმდებლო ისე ინსტიტუციურ დონეზე. აღინიშნა ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევა და მიღწეული შედეგები.
საუბარი შეეხო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომელიც საქართველოს განესაზღვრა 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით.
ილია დარჩიაშვილმა ევროკომისარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც ემსახურება ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებას. საუბრისას, აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირის მხარესთან აღნიშნული ამოცანების შესრულების კუთხით.
ამასთან მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის შესახებ. განიხილეს ამ ფორმატში არსებული თანამშრომლობის და ზოგადად ფორმატის სამომავლო განვითარების პერსპექტივები. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, ყურადღება დაეთმო სექტორულ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში და შეხვედრებს მართავს ევროკომისრებსა და ევროპელ კოლეგებთან.
ილია დარჩიაშვილმა ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილა
საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34 წელი შესრულდა - საელჩოს განცხადება
თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
ირაკლი კობახიძე არის ის, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს იცავს - ვიქტორ ორბანი
პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა - კობახიძე
საქართველო ერთგული რჩება ევროპული გზისადმი, ვიმედოვნებთ, რომ ევროპა დაიბრუნებს თავის სუვერენიტეტს, ქრისტიანულ იდენტობასა და ეკონომიკურ ძლიერებას მანამ,ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება - კობახიძე
1774380600
1774375200