ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების რაოდენობის 27-დან 40-მდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
სტუბი ბრიუსელს სთავაზობს ევროკავშირი ევროპული და არაევროპული ქვეყნების, მათ შორის კანადის ხარჯზე გაიზარდოს.
„მოცემულ მომენტში ჩვენ მასშტაბურად, მათ შორის გეოგრაფიის გათვალისწინებით უნდა ვიმსჯელოთ. უნდა გავფართოვდეთ, ან, ყოველ შემთხვევაში, გაწევრიანების ისეთი მექანიზმები შევქმნათ, რომელიც საკმაოდ მოქნილი იქნება, რათა საერთო ჯამში 40 ევროპული ან არაევროპული სახელმწიფო მოვიცვათ“, - განაცხადა სტუბმა.
მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირის გაფართოების „შესაძლებლობის ფანჯარა საკმაოდ მოკლეა“, რადგან უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისა და აშშ-ის ადმინისტრაციის სავარაუდო შეცვლის შემდეგ ადამიანები ყურადღებას სხვა რამეზე გაამახვილებენ.
ევროკავშირის ახალ წევრებზე საუბრისას, სტუბმა გამოყო დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ისლანდია და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.
გარდა ამისა, როგორც სტუბმა აღნიშნა, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადების განხილვის შემდეგ ევროკავშირმა „სერიოზულად უნდა იფიქროს თურქეთზეც“.