აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6647 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6647 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6653 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0996 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0960 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.