ამერიკული NBCUniversal (ეკუთვნის Comcast Corp.-ს), 5 მილიარდ ბრიტანულ ფუნტზე მეტის ინვესტირებას გეგმავს Universal-ის პირველი ევროპული თემატური პარკის მშენებლობაში, რომლის გახსნაც 2031 წელს იგეგმება.

კომპანიამ განაცხადა, რომ პარკს Universal United Kingdom Resort დაერქმევა და ის ინგლისის ქალაქ ბედფორდში, ლონდონიდან ჩრდილოეთით 45 წუთის სავალზე აშენდება.

ატრაქციონებით დატვირთული რამდენიმე თემატური ზონის გარდა, კომპლექსი მოიცავს 500-ნომრიან სასტუმროს, სავაჭრო, გასართობ და რესტორან ცენტრებს. NBCUniversal ვარაუდობს, რომ პარკი ფუნქციონირების პირველივე წელს დაახლოებით 8.5 მილიონ სტუმარს მიიზიდავს.

ვრცლად interfax - ზე