2026 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 799.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 44.2 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 55.8 პროცენტი — კაცი, - ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.4 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 37.0 პროცენტი — მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 743.7 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 319.0 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.4 პროცენტით მეტი).

„2026 წლის I კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 335.9 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 166.3 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 837.6 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 126.1 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 513.5 ლარი;

⦁ საშუალო ბიზნესი – 2 786.5 ლარი;

⦁ მცირე ბიზნესი – 1 787.2 ლარი“, - წერია საქსტატის ინფორმაციაში.