საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებზე ძალადობას და დაშინებას გმობს და სახალხო დამცველს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს. ამის შესახებ დიპლომატი X-ზე წერს.

“ძალადობა და დაშინება - მათ შორის საქართველოში მოქმედ გერმანულ ორგანიზაციებზე - დაუშვებელია. კანონის უზენაესობამ უნდა გაიმარჯვოს. დემოკრატია საჭიროებს მშვიდობას”, - წერს პიტერ ფიშერი.