აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფხაზეთში წარმოებული საქონლის პირველი პარტიები უკვე ბელორუსის მაღაზიების თაროებზეა.

„პროდუქცია, რომლის წარმოშობის ქვეყანა, ყველა დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთია, უკვე ბელარუსის თაროებზეა. აქ შედის აფხაზური ღვინო და ლიმონათები. ბუნებრივია, ეს მხოლოდ ქვეყნის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით შეიძლებოდა მომხდარიყო,“- განაცხადა არძინბამ.

ამის შესახებ ინალ არძინბამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნებს ჯერ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა, თუმცა ისინი „მომავალზე არიან ორიენტირებულნი“.

არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მინსკისა და სოხუმის წარმომადგენლები სამომავლოდ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრის გამართვას გეგმავენ. მისი თქმით, ბელარუსის მიერ აღიარება შესაძლებელს გახდის საელჩოების ურთიერთგახსნას, დიალოგის გაძლიერებას და სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის განვითარებას, რითაც მინსკიც არის დაინტერესებული.

„წინ გვაქვს არაერთი შეხვედრები და ჩვენ ყველა ვლოცულობთ, რომ შევძლოთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ბელორუსთან. რათა რესპუბლიკამ გვაღიაროს და ჩვენც ვაღიაროთ ბელორუსია,“ - თქვა მან.

არძინბას თქმით, გართულებულია სიტუაცია, როგორც მინსკში საქართველოს ელჩთან, ასევე საქართველოში ბელარუსის ელჩთან დაკავშირებით. 

„მიუხედავად ფანტასტიკური ზეწოლისა, რაც ალექსანდრ ლუკაშენკოზე ხორციელდებოდა, ის ორჯერ შეგვხვდა. ჩვენ არაფერს ვკარგავთ, მხოლოდ ვიგებთ ასეთი შეხვედრებიდან, მაგრამ ბელარუსის რესპუბლიკა ეკონომიკურად კარგავს და, რბილად რომ ვთქვათ, ყველას არ მოსწონს ეს პოლიტიკურადაც“, - აღნიშნა არძინბამ.

მანამდე არძინბამ განაცხადა, რომ ბელარუსმა ეკონომიკურად დე ფაქტო აღიარა აფხაზეთი. მან ასევე განაცხადა, რომ ბელარუსის მიერ ოფიციალური აღიარება საშუალებას მისცემს აფხაზეთს გააძლიეროს თავისი სუვერენიტეტი და დაიწყოს მოლაპარაკებები „საკავშირო სახელმწიფოში“ გაწევრიანებაზე, რომელშიც ამ ეტაპზე რუსეთი და ბელარუსი შედიან.. ბელარუსის პრეზიდენტმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მინსკი არ მალავს თანამშრომლობას აფხაზეთთან. ლუკაშენკომ ასევე არ გამორიცხა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოფიციალური აღიარება. თავის მხრივ, აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დაუშვა ქვეყნის „საკავშირო სახელმწიფოში“ გაწევრიანების შესაძლებლობა.