Amazon-ი 30 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს, – წერს Reuters–ი. სააგენტოს წყაროების ცნობით, სამსახურიდან გათავისუფლება სამშაბათს, 28 ოქტომბერს დაიწყება.

ეს მაჩვენებელი Amazon-ის 1.55 მილიონიანი სამუშაო ძალის მცირე პროცენტს წარმოადგენს, თუმცა კომპანიის დაახლოებით 350,000 კორპორატიული თანამშრომლის თითქმის 10%-ია.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს Amazon-ში სამუშაო ადგილების ყველაზე მასშტაბური შემცირება იქნება მას შემდეგ, რაც კომპანიამ 2022 წლის ბოლოს დაახლოებით 27 000 სამუშაო ადგილი გააუქმა.

წყაროების ცნობით, შემცირებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს Amazon-ის სხვადასხვა ნაწილზე, მათ შორის მის ადამიანური რესურსების განყოფილებაზე, რომელიც ცნობილია როგორც People Experience and Technology, მოწყობილობებისა და მომსახურების განყოფილებასა და ოპერაციების განყოფილებაზე.

ვრცლად liga.net