უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ათწლეულების განმავლობაში არ იბრძოლებს, თუმცა, ევროკავშირმა გარკვეული დროის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური ფინანსური მხარდაჭერა.
"მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენ ათწლეულების განმავლობაში არ ვიბრძოლებთ, თუმცა, თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ შეგიძლიათ უკრაინისთვის სტაბილური ფინანსური მხარდაჭერა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სწორედ ამიტომ აქვთ მხედველობაში პროგრამა მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში". - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომი შესაძლოა, უფრო ადრე დასრულდეს, თუმცა, რეკონსტრუქციისთვის თანხებია საჭირო. ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ხელფასი აქვთ.
ზელენსკის თქმით, ევროპელი ლიდერების მხრიდან გაწეული მხარდაჭერა შესაძლებელია გაყინული რუსული აქტივებიდან დაფინანსდეს, რომლებსაც უკრაინა იარაღზე ან რეკონსტრუქციაზე დახარჯავს.
"თუ ომი ერთ თვეში დასრულდება, ამ ფულს რეკონსტრუქციაზე დავხარჯავთ. თუ ის გარკვეული დროის შემდეგ დასრულდება, მაშინ იარაღზე დავხარჯავთ. სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს". - თქვა ზელენსკიმ.