ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით,  8 აგვისტოს ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი თეთრ სახლში შეხვდებიან.

"მრავალი წყარო მიდასტურებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მზად არიან ამ კვირის ბოლოს ვაშინგტონში მშვიდობის განზრახვის შესახებ გამოაცხადონ. წყაროები მეუბნებიან, რომ ტრამპი, სავარაუდოდ, პარასკევს უმასპინძლებს როგორც ნიკოლ ფაშინიანს, ასევე ილჰამ ალიევს თეთრ სახლში." - წერს ჟურნალისტი.