ქვეყანაში საექთნო პერსონალის შემცირების ტენდენცია გრძელდება. საქსტატის 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში საექთნო პერსონალის რიცხოვნობა 21 262-ს შეადგენდა. წინა წლების მაჩვენებლები კი ასეთია:
2024 წელი - 21 656
2023 წელი - 21 823
2022 წელი - 22 391
საქსტატს მოჰყავს ცალკე ბებიაქალების (ახალი ტერმინოლოგიით - „მეანი ექთანი“) სტატისტიკა, რომლის თანახმად, 2025 წელს ამ პერსონალის რაოდენობა 340 იყო. წინა წლების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ბოლო წლებში ამ პროფესიის ადამიანების რაოდენობა შემცირებულია:
2024 წ. - 348
2023 წ. - 355
2022 წ. - 362
ექთნების რაოდენობის სტატისტიკა კი ასეთია:
2025 წ. - 20 922
2024 წ. - 21 308
2023 წ. - 21 468
2022 წ. - 22 029
რაც შეეხება ექიმებს, შემცირების ტენდენცია ამ მიმართულებითაცაა: საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანას 22 491 ექიმი ჰყავდა, 2024-ში - 24 139, 2023-ში - 24 428, 2022-ში კი - 23 908.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ექთნების დეფიციტი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. მიზეზად სფეროს წარმომადგენლები დაბალ ანაზღაურებას და ამ პროფესიის ნაკლებ მიმზიდველობას ასახელებენ.