სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ვარკეთილის მეტროს ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაციის პროცესი შეჩერდა. სამუშაოების შეჩერების მიზეზი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით აღმოჩენილი "ბზარების სიდიდის დაუშვებლობა და შეუსაბამობა ნორმატივებით გათვალისწინებულ სიდიდესთან" გახდა.

"23.09.2025 წლის დასკვნით დადგინდა ძალოვანი სახის ბზარების სიდიდის დაუშვებლობა და შეუსაბამობა ნორმატივებით გათვალისწინებულ სიდიდესთან. შესაბამისად, "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" წერილის მიხედვით სამუშაოები შეჩერებულია 5 სექტემბრიდან და სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულ არეალზე აღარ მიმდინარეობს". - წერია დოკუმენტში.