თერჯოლაში ქარის ელექტროსადგური და მის ქსელთან დამაკავშირებელი 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა/ექსპლუატაცია იგეგმება. შესაბამისი დოკუმენტი გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე უკვე ატვირთულია.
პროექტის განმახორციელებელი კომპანია ითხოვს, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით მიიღონ.
პროექტის მიხედვით, „გოგნის ქარის ელექტროსადგური“ 224 მგვტ სიმძლავრის იქნება, ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი - 220 კვ ძაბვის, ხოლო ქვესადგური 220 კვ ძაბვის.
ოფიციალური ინფორმაციით, თერჯოლაში ქარის ელექტროსადგურს კომპანია შპს „გოგნის ქარის კომპანია“ ახორციელებს.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „გოგნის ქარის კომპანია“ 2022 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის 90% ეკუთვნის შპს „ეიჯი ვინდ ფაუერ“-ს, ხოლო 10% შპს „ეგ“-ს. თავის მხრივ, შპს „ეიჯი ვინდ ფაუერ“-ის 100%-ანი მფლობელი არჩილ გაჩეჩილაძეა. რაც შეეხება შპს „ეგ“-ს, მეწარმეთა რეესტრის მიხედვით, მისი მესაკუთრე ემზარი გამეზარდაშვილია.