შპს „საქართველოს მელიორაციამ“ შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ძველი მაგისტრალური არხის მოწესრიგება დაასრულა. სამუშაოები მოიცავდა ტირიფონის არხის 2000-მეტრიანი მონაკვეთის წმენდას დანალექი გრუნტისა და მცენარეული ნარჩენებისგან. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სარწყავი სისტემის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც დაახლოებით 800 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე  წყალუზრუნველყოფას გააუმჯობესებს.

მოწესრიგებული საირიგაციო არხით გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის - მეჯვრისხევის, ზერტისა და კვარხითის მოსახლეობა ისარგებლებს. 

სარწყავი წყლის სტაბილურად მიწოდება სოფლის მეურნეობის პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს და ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს, გააუმჯობესონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება. 
დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტურქტურის 5 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, წყალუზრუნველყოფა 10740 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება. 

ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს