ჰონგ-კონგის ტაი პოს რაიონში, საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 279 ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მომხდართან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიის სამი აღმასრულებელი დირექტორი დააკავეს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით, რომელიც დაკავშირებულია აალებადი მასალების - მათ შორის ბამბუკის და პოლისტიროლის ქაფის - გამოყენებასთან, რამაც შესაძლოა ხანძრის სწრაფად გავრცელება გამოიწვია.

ხანძარს, რომელსაც უმაღლესი, მეხუთე დონე მიენიჭა, 800-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.

ipn.ge