გერმანიის უდიდესი ოფშორული ქარის ელექტროსადგურის, He Dreiht-ის, პირველმა ტურბინამ ელექტროენერგია გამოიმუშავა და გერმანიის ელექტროქსელს მიაწოდა. ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელმა კომპანია EnBW-მ (Energie Baden-Württemberg AG) განაცხადა.

EnBW-ის მონაცემებით, 15 მეგავატიანი Vestas-ის ქარის ტურბინის როტორის ერთი ბრუნი საკმარისია ოთხი ოჯახის ელექტროენერგიით ერთი დღის განმავლობაში უზრუნველსაყოფად.

უახლოეს მომავალში დამატებითი ტურბინების ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება. დღეისათვის კომპანიამ 2026 წლის ზაფხულისთვის ექსპლუატაციაში გასაშვებად  დაგეგმილი 64 ქარის ტურბინიდან 27 დაამონტაჟა. ქარის ელექტროსადგურის საერთო სიმძლავრე, სავარაუდოდ, 960 მეგავატს მიაღწევს.

ვრცლად liga.net - ზე