„რეგისტრირებული ავტომობილები, ძალიან ბევრი უკვე დაშლილია და სტატისტიკაში მაინც რეგისტრირებულად ითვლება ანუ ჩამოწერილი არ არის,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ ისაუბრა.

მისივე თქმით, არც ის ვიცით თუ სად მიდის ჩამოწერილი ავტომობილები, რომელთა რაოდენობაც რეალურად საქართველოს ავტოპარკის 1.5%-ია.

„წლებია ვაკვირდებით დინამიკას და ქალაქში უკვე 1 900 000-მდე ავტომობილია. თუ 2020 წლამდე ყოველწლიური მატება 6%-მდე იყო, რომელიც 60 ათას ავტომობილს მოიაზრებდა წლის განმავლობაში, 2021 წლიდან ნელ-ნელა ტენდენცია იმატებს და 8%-მდე ადის. ჩნდება კითხვა - რამდენ ავტომობილს დაიტევს თბილისი და სხვა ქალაქები.

მსოფლიო განვითარებული ქალაქების სტატისტიკას თუ დავუკვირდებით, მაგალითად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მთლიანი ავტოპარკის 5-6%-მდე უტილიზაციას ექვემდებარება; ჩინეთში ეს მაჩვენებელი არის - 8%, აშშ-ში - 9%. შესაბამის ქვეყნებში მთლიანი ავტოპარკის ეს პროცენტული მაჩვენებელი ყოველ წელს ნადგურდება, უტილიზაცია ხდება, რაც რეალურად ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს. ამის არც პროგრამა გვაქვს და არც ის კომპანიები არსებობენ, ვინც ამის უზრუნველყოფას გააკეთებს.

საქართველოს მაშტაბით ყოველწლიურად დაახლოებით 10 ათასამდე საბურავი იყრებაა და ბინძურდება გარემო, ამის გადამუშავების არანაირი ქარხნები არ არსებობს. შესაბამისად არ ვიცით, ჩამოწერილი ავტომობილების რაოდენობა, რაც რეალურად საქართველოს ავტოპარკის 1.5%-ია, ეს ჩამოწერილი ავტომობილები იშლებიან და უბრალოდ სად მიდის?

უტილიზაციაზე როცა ვსაბრობთ, არის კიდევ მეორე საკითხიც - როდესაც ავტომობილი ჩამოიწერება, თუ არ გაყიდის მეპატრონე ან არ დაშლის ნაწილებად, სამწუხაროდ ეს ავტომობილი საჯარო სივრცეში დგას, წლობით არის მიტოვებული და ამის აღწერა არ არის ჩატარებული. სამწუხაროა, რომ რეგისტრირებული ავტომობილები, ძალიან ბევრი უკვე დაშლილია და სტატისტიკაში მაინც რეგისტრირებულად ითვლება ანუ ჩამოწერილი არ არის. ესეც პრობლემას ქმნის, ამიტომ ვამბოთ რომ ჩვენ რეალური სურათი არ გაგვაჩნია ქვეყანაში, თუმცა სტატისტიკიდან გამომდინარე ავტომობილების მატებაა,“ - განაცხადა იზორიამ.

www.bpn.ge