სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს  იმერეთის რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით ატარებს. თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების გარე და შიდა პერიმეტრები. მობილიზებულია 13 ერთეული სპეცტექნიკა. სააგენტოს ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის სამეგრელო-იმერეთის მიმართულების ჯგუფმა ხონის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში - გუბში, კუხსა და დედალაურში 780 ჰა ტერიტორია დაამუშავა.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს წერტილოვანი  წამლობები ცივი შესხურებით.

მავნებელის საწინააღმდეგო ღონისძიებები მეფუტკრე-ფერმერებთან  კოორდინირებულად  და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში ხორციელდება. პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. ისინი სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად,  ადგილობრივებს დაგეგმილი წამლობის შესახებ წინასწარ აფრთხილებენ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ასევე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის ფეისბუქ გვერდსა https://www.facebook.com/STOPBMSB?locale=ka_GE და ვებგვერდზე: http://parosana.ge

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, წამლობა თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში დროულად, აგროკალენდრის  მიხედვით განახორციელონ.

https://we.tl/t-8oxRUtgu3Jj0dvMP


ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს