იტალიის პრემიერ-მინისტრი ემხრობა ევროკავშირის მიერ რუსეთთან მოლაპარაკებებში წარმომადგენლის დანიშვნას. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
„მე, დიდი ხანია, ვუჭერ მხარს ევროპის შეხედულებების წარმოსაჩენად სანდო ორგანოს იდენტიფიცირების აუცილებლობას, რომელსაც ყველა წევრი სახელმწიფოს მანდატი ექნება და სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას“, – აღნიშნა მელონმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდა რჩება ერთადერთ გზად რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასასმელად.
„ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენი აზრით, კიევის მხარდაჭერა და მოსკოვზე ზეწოლის შენარჩუნება ერთადერთი რეალისტური გზაა ისეთი პირობების შესაქმნელად, რომლებიც სერიოზული მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ევროპული სანქციების მე-20 პაკეტს, რადგან ვიდრე რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე და რეალური მოლაპარაკებების დაწყებაზე, აუცილებელია მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შენარჩუნება“, – თქვა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.