მთავრობამ Groupe ADP-ის წევრ TAV Airports თბილისის აეროპორტის მართვის ხელშეკრულება 5 წლით გაუხანგრძლივა.აეროპორტის გაფართოებისთვის ინვესტიცია 150 მლნ აშშ დოლარი იქნება.
პარალელურად მთავრობა აანონსებს ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობასაც, რომელმაც ოპერირება 2031 წელს უნდა დაიწყოს.
კომპანია Georgia Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი BM.GE-თან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ახალი აეროპორტის აშენების აუცილებლობა არსებობს, რადგან არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება ვერ მოხდება. მისი თქმით, მთავარ პრობლემა ასაფრენ დასაფრენი ზოლია, რომლის ვერ განვითარდება.
ჟურნალისტი : გვჭირდება ახალი აეროპორტი ვაზიანში?
თამაზ გაიაშვილი: გვჭირდება, რასაკვირველია.
ჟურნალისტი : რატომ? ვერ აკმაყოფილებს არსებული ინფრასტრუქტურა სტანდარტებს? ვერ უმკლავდება მგზავრთნაკადს?
თამაზ გაიაშვილი: მდებარეობა და ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი არ არის სახარბიელო.
ჟურნალისტი : თუ რეაბილიტაციას გაუკეთებენ და მოაწესრიგებენ, ამ შემთხვევაში მაინც გვჭირდება ახალი აეროპორტი ?
თამაზ გაიაშვილი: ადგილი არ არის გაფართოების. ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის ერთ ბოლოში ორხევია, მეორე ბოლოში - ლილო.
ჟურნალისტი : რამდენად სწრაფად უნდა დაიწყოს ახალი აეროპორტის მშენებლობა? TAV-ს გაუხანგრძლივეს ხელშეკრულება 5 წლით, 2031 წლამდე..
თამაზ გაიაშვილი: ეგ უკვე არ ვიცი, ეგ ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ეგ არის მთავრობის გადაწყვეტილება. თუ გაუხანგრძლივეს, ასე იგი ასე იყო საჭირო.
ჟურნალისტი : თქვენ კმაყოფილი ხართ ისე TAV-ის მუშაობით? 2006 წლიდან არის ეს კომპანია აეროპორტების ოპერირებაში.
თამაზ გაიაშვილი: პრობლემები არ მაქვს მე არანაირი. მუშაობენ... მე აღარ ვმუშაობ უკვე დიდი ხანია ავიაციაში, მაგრამ მუშაობს კომპანია და პრობლემები არ არის.