თებერვალში საპენსიო ფონდის პორტფელებმა პოზიტიური შედეგები აჩვენეს, რასაც ხელი შეუწყო როგორც საერთაშორისო აქციების ბაზარზე არსებულმა დადებითმა დინამიკამ, ისე ადგილობრივი აქტივების სტაბილურად მაღალმა შემოსავლიანობამ.
ყველაზე მაღალი, 1.57%-იანი ზრდა დინამიკურმა პორტფელმა დააფიქსირა, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების მომგებიანობამ შესაბამისად 1.32% და 1.15% შეადგინა.
დინამიკური პორტფელი წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობის კუთხით ლიდერობას აგრძელებს:
🔹 დინამიკური – 4.38%
🔹 დაბალანსებული – 3.41%
🔹 კონსერვატიული – 2.66%
აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის მიხედვითაც ლიდერობს და მისი შემოსავლიანობა 15.2%-ს უტოლდება, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 13.7% და 12.1%-ს შეადგენს.
საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა თებერვლის ბოლოსთვის 8.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 2.4 მილიარდ ლარს.
ინფორმაციას საპენსიო ფონდი ავრცელებს.