საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს შეფასებით საქართველოში ფინანსური სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს. თუმცა IMF პრიორიტეტებში დოლარიზაციის შემცირების, სამომხმარებლო სესხების ზრდის მონიტორინგისა და ლარის დაფინანსების ხელშეწყობის საკითხების დაყენებაზე მიუთითებს.
IMF-ის შეფასებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია მაკროპრუდენციული და კრიზისის მართვის ჩარჩოების გაძლიერება, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა სრულყოფა და ვირტუალური აქტივების ზედამხედველობა. საბჭოში მიაჩნიათ, რომ კონკურენციის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია მეტი აქცენტი ღია ბანკინგზე.