შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსური განათლების მიმართ დაინტერესება ძალიან გაზრდილია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ წინა წლებთან შედარებით, მოსახლეობაში ცნობიერება გაიზარდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა თინათინ გუჯაბიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პროცესში ასევე, იზრდება საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობა.
"2025 წელი მართლაც გამორჩეულად მნიშვნელოვანი და აქტიური წელი იყო ფინანსური განათლების აქტივობების კუთხით. ეროვნულმა ბანკმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. გასული წლის მთავარი აქცენტი რეგიონებში ფინანსური განათლების გავრცელება და სწორედ ამიტომაც ჩვენი აქტივობები გამოირჩეოდა რეგიონის მოსახლეობაზე აქცენტით.
აღსანიშნავია, რომ თუ წინა წლებში მეტი დრო გვჭირდებოდა იმისთვის, რომ საფინანსო სექტორი ჩაგვერთო ამა თუ იმ პროექტი, ახლა კიდევ უფრო გაზრდილია მათგან მხარდამჭერი აქტივობები. გვაქვს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია, გვაქვს სტრატეგიის მართვის კომიტეტი, სადაც ვართ ეროვნული ბანკი, როგორც მაკოორდინირებელი ორგანო, სხვა საჯარო უწყებები და ფინანსური სექტორი. ასე, რომ პარტნიორებთან ერთად კიდევ უფრო მეტი რამის მიღწევა შეიძლება. კომერციული ბანკები აქტიურად არიან ჩართული აღნიშნულ პროექტებში“, - აცხადებს თინათინ გუჯაბიძე.