2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძოსაერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის იანვარში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 86.6 მლნ აშშ დოლარიშეადგინა -  საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 6.3 მილიარდ დოლარს მიაღწია.

კერძოდ, იანვარში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სებ-მა 86.6 მლნ დოლარისმოცულობის წმინდა შესყიდვა განახორციელა.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ- ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებულიპოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026წლის 25 მარტს გამოაქვეყნებს.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.