2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9.291 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 25.042 მლრდ ლარს) შეადგენს. რაც 702.867 მლნ დოლარით მეტია (8%) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.589 მლრდ დოლარს შეადგენდა.
კრედიტორთა შორის პირველ ადგილს აზიის განვითარების ბანკი იკავებს 2.56 მილიარდი დოლარით, მეორე პოზიციაზეა მსოფლიო ბანკი 2.3 მილიარდი დოლარით, მესამეზე კი ევროპის საინვესტიციო ბანკი 1.2 მილიარდი დოლარის კრედიტით.