აშშ-ის მიერ გრენლანდიის შესაძლო შეძენის იდეა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კოსმეტიკური კომპანია Estée Lauder-ის მემკვიდრის, რონალდ ლაუდერის შეთავაზების შემდეგ გაუჩნდა, განუცხადა The Guardian-ს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა.
ყოფილი მრჩევლის თქმით, ტრამპმა თავისი პირველი ვადის დასაწყისში განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა ბიზნესმენმა გრენლანდიის შეძენის განხილვა შესთავაზა.
„მან თქვა, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა ბიზნესმენმა ახლახან შესთავაზა შეერთებულ შტატებს გრენლანდიის ყიდვა“, - თქვა ბოლტონმა და დააკონკრეტა, რომ საქმე ეხება ლაუდერს, ტრამპის დიდი ხნის ნაცნობს.