ევროკავშირის გარე საზღვრების უკანონო გადაკვეთა მიგრანტების მიერ 2025 წელს 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 26%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ევროკავშირის გარე საზღვრების უსაფრთხოების სააგენტო Frontex-მა ხუთშაბათს განაცხადა.

არალეგალური მიგრაციის დაახლოებით 178 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, – ნათქვამია Frontex-ის განცხადებაში.

გარდა ამისა, ეს 2021 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

Frontex-ის მონაცემებით, 2025 წელს ლიბიიდან საბერძნეთის კუნძულ კრეტას საზღვრის გადაკვეთის მსურველი მიგრანტების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, ხოლო ალჟირიდან მიგრანტების ნაკადი 2024 წელთან შედარებით დაახლოებით 14%-ით გაიზარდა.

ამავდროულად, მნიშვნელოვნად შემცირდა მიგრანტების ნაკადი დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან (63%), ასევე ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებიდან (27%).

ზოგადად, არალეგალური მიგრაციის შემთხვევების ყველაზე ბევრ შემთხვევაში ფიგურირებენ ბანგლადეშის, ეგვიპტისა და ავღანეთის მოქალაქეები.

წყარო: interfax