New York Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა და არაბულმა ქვეყნებმა აშშ-ს სთხოვეს, რომ ირანის რეჟიმის მიერ საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის საპასუხოდ ირანზე იერიში არ მიეტანა.

15 იანვარს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა NYT-ს უთხრა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სთხოვა, ირანზე ამერიკის სამხედრო თავდასხმის ნებისმიერი გეგმა გადაედო.

ასევე, სპარსეთის ყურის ერთ-ერთი არაბული ქვეყნის ოფიციალური პირი გამოცემას უყვება, რომ ისრაელის გარდა, კატარი, საუდის არაბეთი, ომანი და ეგვიპტეც სთხოვენ ტრამპის ადმინისტრაციას, არ შეუტიოს ირანს.

ვრცლად