The New York Times–მა გამოაქვეყნა სია „52 Places to Go in 2026“ მგზავრობის მიმართულებებით, რომლებიც რედაქციის აზრით ღირს ჩართვა სამოგზაურო გეგმებში.

პირველი ადგილი ფილადელფიას ერგო, სადაც 2026 წელს აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის 250-ე წლისთავი აღინიშნება. ქალაქში დაგეგმილია აღლუმების მასპინძლობა, ახალი გალერეების გახსნა National Constitution Center–ში და გამოფენა Philadelphia Museum of Art–ში. იუბილეს აღსანიშნავად სხვა ადგილებია მასაჩუსეტსი, ვირჯინიის შტატი და ნიუ-იორკი.

რეიტინგში შემდეგი ვარშავაა. სიის ავტორები რეკომენდაციას უწევენ თომას ფაიფერის მიერ დაპროექტებულ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს და განსაკუთრებით წელს დაგეგმილ გამოფენას „Kwestia kobieca 1550–2025“. გარდა ამისა, სიის შემდგენლები ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ ქალაქის ცენტრში ცვლილებებს, მათ შორის, დეფილადის მოედნის რეკონსტრუქციას და მიმდებარე კულტურული სივრცეების განვითარებას. The New York Times-ის რეიტინგში ვარშავამ გაუსწრო ისეთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებს, როგორიცაა ბანგკოკი (ტაილანდურმა ქალაქმა მესამე ადგილი დაიკავა), ბარსელონას პობლენუს რაიონი და იაპონიის ქალაქები ნაგასაკი და ოკინავა. გასული წლის მონაცემებით, ვარშავას 21 მილიონი ადამიანი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 5 მილიონით მეტია.

წყარო: 34travel.me