ეროვნული ბანკის მონაცემებით, 31 აგვისტოს მდგომარეობით მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 560 790 ერთეული შეადგინა.

VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 142 056 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 79 550 ერთეულს, 339 184 ერთეული საკრედიტო ბარათი კი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა.

2023 წლის აგვისტოში 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 7%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 22%-ით.

აგვისტოში ივლისთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა 0.6%-ითაა შემცირებული, ხოლო 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით კი 1.6%-ით.