შვეიცარიაში მოქალაქეები ნარჩენების მართვაში პირდაპირ ფინანსურ პასუხისმგებლობას იღებენ — რაც მეტ არასორტირებულ, დაუხარისხებელ, ნარჩენს აწარმოებ, მით მეტს იხდი. ქვეყნის უმეტეს ნაწილში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა სპეციალური, ოფიციალური და დაბეგრილი ნაგვის პარკებით ხდება, რომელთა ღირებულება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავდება.
ამავე დროს, გადამუშავებადი მასალები — მინა, პლასტმასა, ქაღალდი და სხვა — ცალკე ბარდება სპეციალურ პუნქტებში ან ცალკე გროვდება, რაც მოქალაქეებს ნარჩენის შემცირების დამატებით სტიმულს აძლევს.
შედეგი შთამბეჭდავია: შვეიცარიაში გადამუშავების მაჩვენებელი უკვე 50%-ს აღემატება.
ეს მოდელი ხშირად სახელდება მაგალითად, როგორ შეიძლება გარემოს დაცვა ეკონომიკურ მოტივაციასთან გაერთიანდეს — ნაკლები ნარჩენი ნიშნავს ნაკლებ ხარჯს როგორც მოქალაქისთვის, ისე სახელმწიფოსთვის.
წყარო:
- Embassy of Switzerland in Georgia – ოფიციალური Facebook გვერდი