გალტ & თაგარტის 21–25 ივლისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ფასი, წინა კვირასთან შედარებით, შემცირდა. განსხვავებით Lion Finance Group-ის აქციებისა, რომლებიც მცირედით, 0.75%-ით გაიზარდა.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 73.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.75% წინა კვირასთან შედარებით და +7.92% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 128 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 72.50 - 74.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 48.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.62% წინა კვირასთან შედარებით და +8.65% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 256 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.45 - 49.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 21.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.94% წინა კვირასთან შედარებით და +13.83% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 189 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 20.75 - 21.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.