გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 46.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.71% წინა კვირასთან შედარებით და - 8.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 95 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.50 - 47.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 67 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.29% წინა კვირასთან შედარებით და -3.32% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 107 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.20 - 31.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 80 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.72 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.53% წინა კვირასთან შედარებით და - 2.17% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 110 ათას აქციაზე მეტი შეsადგინა, GBP 11.06 - 11.82 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 111 ათასი აქცია შეადგინა.