2025 წლის 1-ელი ივნისიდან ძალაში შედის საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული რიგი ცვლილებები. 150 კმ-ზე მეტით დაშორებულ პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ავტობუსებით განხორციელდება.
„ქალაქებს და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ, საქართველოში არსებულ შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, მოემსახუროს მხოლოდ M3 კატეგორიის ტრანსპორტი“, - აღნიშნულია რეგლამენტში.
ამასთან, ავტობუსები მინიმუმ „ევრო 4“-ის სტანდარტის უნდა იყოს, მათი ასაკი კი 20 წელს არ უნდა აღემატებოდეს.