დღეიდან, 2025 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა 2023 წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც დეპუტატების ხელფასები ორნახევარჯერ გაიზრდება.

"პარლამენტის წევრს მიეცემა გასამრჯელო შემდეგი ოდენობით:

ა) პარლამენტის თავმჯდომარეს – 10000 ლარი;

ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს –9500 ლარი;

გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 9250ლარი;

დ) კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 9000 ლარი;

ე) კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს –8750ლარი;

ვ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 8500 ლარი;

ზ) პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8250 ლარი.

3. პარლამენტის წევრთვის, პარლამენტის ბიუროს მიერ,  ასევე განისაზღვრება სატრანსპორტო უზრუნველყოფის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის და კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯების ანაზღაურების პირობები.“.- ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, "პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს აგრეთვე პარლამენტის წევრის სატრანსპორტო უზრუნველყოფის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისა და მის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯების ანაზღაურების პირობებს" - ვკითხულობთ დოკუმენტში.