2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საპენსიო უზრუნველყოფაზე 4.498 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

ბიუჯეტის მიხედვით, მიმდინარე წლიდან:

- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 35 ლარით 450 ლარამდე იზრდება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება;

- 70 წლამდე პირთა პენსია, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად ასევე 35 ლარით 350 ლარამდე , ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 420 ლარამდე იზრდება.

- გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით.