3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7127 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0010 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1231 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1386 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0155 ლარი შეადგინა.

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.60 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5607 ლარი გახდა.

ერთი ლირას კურსმა 6.45 თეთრი შეადგინა.