საქართველოს ეროვნული ბანკი ადასტურებს, რომ ამჟამად კომპანია “კრიპტომატის” შემოწმებაც მიმდინარეობს, რომელიც თანამეწილე გიორგი ბაჩიაშვილია.

როგორც BMG-ის კითხვების პასუხად, სებ-ის მიერ მომზადებულ წერილობით განმარტებაშია აღნიშნული, 2026 წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე შეამოწმა 51 არასაბანკო საზედამხედველო სუბიექტი.

“ამჟამად მიმდინარეობს სხვა სუბიექტების, მათ შორის კომპანია „კრიპტომატის“ შემოწმება. შესაძლო გამოვლენილი დარღვევებისა და ჩვენს მიერ დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება შემოწმების დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, ჯარიმის გამოქვეყნების წესის შესაბამისად, დადგენილ ვადებში”, - აცხადებენ სებ-ში.

მარეგულირებელთან BMG-ის რამდენიმე კითხვა ეხებოდა იმ ბრალდებებსაც, რასაც კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯის“ მენეჯმენტი მარეგულირებელს უყენებს.

ვრცლად: bm.ge