საქსტატმა 2025 წლის ივლისის სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე დევნა სულ 33 ადამიანის მიმართ დაიწყო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 36-ზე, ნაკლებია.

უფრო დეტალურად, დევნის დაწყების მიზეზი, ყველაზე მეტ - 21 შემთხვევაში საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებას, შენახვას, რეალიზაციას ან გადაზიდვას უკავშირდება.

bm.ge