ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებს თურქეთთან (4 სექტემბერი) და ბულგარეთთან (7 სექტემბერი) მატჩებში ვერ დაეხმარება – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ერთ-ერთი ლიდერი „გრაცერთან“ ავსტრიის ბუნდესლიგის მატჩში დაშავდა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. როგორც გაირკვა, ჯანმრთელობის მდგომარეობა კიტეიშვილს საშუალებას არ აძლევს, საქართველოს ნაკრებს სექტემბრის მატჩებში დაეხმაროს.

პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვილი სანიოლმა, კიტეიშვილის ნაცვლად, ნაკრებში „ფროზინონეს“ თავდამსხმელის, გიორგი კვერნაძის გამოძახება გადაწყვიტა, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.

პირველი არხი